ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი თიბისი ბანკის 12 ადვოკატის წინააღმდეგ — როგორ გადაარჩინა ოჯახი გამოსახლებას და პირიქით თანხა დააკისრა ბანკს
ა.მთივლიშვილის ოჯახს მშობლებს ჰქონდათ აგრო სესხი ბანკი მათ გამოსახლებით ემუქრებოდა
თბილისის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პრაქტიკაში კარგად ცნობილმა ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა მარიამ ჭყონიასთან ერთდ კლიენტის სახელით სასამართლოს მეშვეობით მოახერხა თიბისი ბანკისთვის სამი სახის სამართლებრივი ბარიერის დაყენება: ქონებაზე ყადაღის დადება, აუქციონის შეჩერება და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება ასევე ბანკის თანამშრომლეს ბრალი წაეყენა რის მერეც დელიქტით უჩივლა ადვოკატმა თიბისო ბანკს რომელსაც 12 ადვოკატი იცავდა და 50 000 დააკისრა
ბანკი ამზადებდა კლიენტის ა.მთივლიშვილის ოჯახის საცხოვრებელი ბინისა და მიწის ნაკვეთების სააუქციონო რეალიზაციას. ადვოკატის სწრაფმა და კომპლექსურმა სამართლებრივმა ჩარევამ სასამართლო განჩინების საფუძველზე ამ პროცესს ბოლო მოუღო — ოჯახი გამოსახლებას გადაარჩინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თიბისი ბანკის თანამშრომლის წინააღმდეგ და ეროვნული ბანკის რეკომენდაცია
ადვოკატი ჯანიბეგაშვილის შეფასებით, ბანკის ქმედება სამოქალაქო სამართლის ფარგლებს სცდება და სისხლის სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს:
„ბანკმა ჩემი კლიენტის მიმართ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. მე გამოვააშკარავე ეს ფაქტი,კერძოდ თიბისი ბანკის თანამშრომელმა გასცა პირადი პერსონალური ინფორმაცია. ა.მთვილიშვილის რაც ბანკმა დაადასტურა, მე მივმართა ამ ფაქტზე ეროვნულ ბანკს თიბისი ბანკისთვის ლიცენზიის შჩრებაზე, ბანკმა რეკომენდაცია გასცა,რის მერეც
მოვახდინე სათანადო სამართლებრივი რეაგირებამივმართე პროკურატურას დაიწყო გამოძიება თანამშრომელს წაეყენა ბრალი კლიენტი ოფიციალურად ცნობილია დაზარალებულად."
სასამართლო განაჩენის საფუძველზე საპროცესო შეთანხმება მოხდა და ბრალის აღიარება .
როგორ დაეკისრა თიბი ბანკს 50 000ლარის ანაზღაურება
ადვოკატ ჯანიბეგაშვილისდა ადვოკატი მარიამ ჭყონიას ჩართულობით სასამართლო განაჩენის საფუძველზე თიბი ბანკს მორალურ და მატერიალურ ზიანის კომპენსაციაზე დავუწყეთ დავა 3 მილიონზე ბაჟის გადავადებით და მოვიგეთ , გამოსახლება ყველაფეირ ეს შეჩერებული იყო მთელი წლების მანძილზე ამ საქმეში მიღებული სამართლებრივი პრეცედენტი შეიძლება გამოიყენოს ბანკის ნებისმიერმა კლიენტმა, ვისაც ჰგონია, რომ ბანკი მასთან არაკეთილსინდისიერად იქცეოდა სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში.
დაახლოებით 3000ზე მეტი ფურცელი მაქვს ნამუშევარი ამ საქმეზე ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილს
სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს კეთილსინდისიერების, ნდობის და გულისხმიერების პრინციპებს — მათი დარღვევა შეიძლება სასამართლოში საფუძვლად იქცეს ვალდებულების შეცვლის ან შეწყვეტის მოთხოვნისთვის.
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი — კომპლექსური სამართლებრივი დაცვა და სტრატეგია
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი სპეციალიზდება სამოქალაქო სამემკვიდრეო, საბანკო დავებში, უძრავი ქონების საქმეებსა და პარტნიორ ადვოკატებთან სისხლის სამართლის პრაქტიკაში. ამ საქმეში ერთდროულად გამოყენებული იქნა:
- სასამართლო ყადაღა ქონებაზე
- სამოქალაქო სარჩელი ბანკის წინააღმდეგ
- სისხლის სამართლის საჩივარი გამოძიების დასაწყებად
- დელიქტით ზიანის ანაზღაურებაზე დავა კომპლექსური საქმეა
კონსულტაციისთვის მიმართეთ https://advocatory.ge/ge/ e-ს.
გაქვთ პრობლემა ბანკთან? გამოგვიგზავნეთ თქვენი საქმის მოკლე აღწერა — ადვოკატი შეაფასებს სიტუაციას და მოგცემთ სამართლებრივ რეკომენდაციას.
#ადვოკატების_საქმეებიდან_ისტორიები #ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი კერძო ძვირადღირებულ ადვოკატებს შეუძლიათ ნებისმიერი საქმიდან გამოსავლის პოვნა გამოიწერეთ ინსტრეგრამზე https://www.instagram.com/p/Cax_4mHMaxA/... (კონსულტაცია ფასიანი აქვს)
იხ https://www.facebook.com/groups/585475231808836
ამ საქმემ უზარმაზარი გამოხმაურება მოყვარამდენიმე მილიონმა ნახა ეს განცხადება
ადვოკატის დასკვნითი სიტყვა პროცესიდან
დასკვნითი სიტყვა
მოსამართლევ,
2018 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელემ თიბისი ბანკისაგან მიიღო საბანკო სესხი 40 000 ლარის ოდენობით, რომლის სრულად დაფარვის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 16 აგვისტო. აღნიშნული დასტურდება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით №1323751-10037497.
მოსარჩელე დაკისრებულ ვალდებულებას კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა, რაც გამოიხატებოდა სესხის თანხის დროულ და წესიერ გადახდაში. მიუხედავად ამისა, თიბისი ბანკმა ბოროტად ისარგებლა კლიენტის ნდობით და გასცა მოსარჩელის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირზე.
სწორედ ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვა უმძიმესი შედეგები: მოსარჩელისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელდა შანტაჟი, დაშინება, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ფაქტობრივად ოჯახური გარემოს დანგრევა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. საქმეზე დაიწყო გამოძიება, მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო შემდგომ დადგა კანონიერ ძალაში შესული განაჩენიც, სადაც მისი დაზარალებულის სტატუსი და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დადასტურებულია.
ამით ჩვენ უკვე აღარ ვიმყოფებით მხოლოდ ვარაუდებისა და განცხადებების დონეზე. საქმეში წარმოდგენილია:
- თიბისი ბანკის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის აღიარება;
- სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი დადგენილება;
- თიბისი ბანკის მიმართ გამოძიების დაწყების ცნობა;
- მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის დოკუმენტები;
- ბანკთან მოლაპარაკების უშედეგო მცდელობების ამსახველი მასალები;
- თიბისი ბანკის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი;
- ზიანის, მათ შორის მორალური და მატერიალური შედეგების დამადასტურებელი სამედიცინო და სხვა დოკუმენტები.
ამ საქმეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტები, რომლებიც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. შესაბამისად, თიბისი ბანკის თანამშრომლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მოსარჩელის დაზარალებულის სტატუსი და ამ ქმედების სამართლებრივი საფუძველი უკვე დადგენილად ითვლება და ხელახალ მტკიცებას აღარ საჭიროებს.
ამავე კონტექსტში საყურადღებოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, მათ შორის საქმე №ას-967-2022, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმეში სასამართლო აღარ იკვლევს ხელახლა მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ზიანის ფაქტისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობას; კვლევის საგნად რჩება მხოლოდ ზიანის ოდენობა, თუ იგი განაჩენით არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება სსკ-ის 992-ე მუხლს, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ჩვენს საქმეში სახეზეა ყველა ელემენტი:
- მართლსაწინააღმდეგო ქმედება — კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გაცემა;
- ზიანი — მორალური, ფსიქოლოგიური და მატერიალური შედეგები;
- მიზეზობრივი კავშირი — ბანკის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
- ბრალეულობა — რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ამასთან, ბანკი დღემდე აგრძელებს მოსარჩელეზე ზეწოლას. მიუხედავად იმისა, რომ თავად გახდა დანაშაულებრივი ქმედების წყარო, მოსარჩელეს და თავდებს კვლავ ემუქრება ქონების რეალიზაციით, ბინის დაკარგვით და მძიმე სოციალური შედეგებით. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბანკის დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კლიენტის მიმართ კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპის უხეში დარღვევა.
საქმეში დართულია აგრეთვე მტკიცებულებები, რომ მოსარჩელემ არაერთხელ სცადა საკითხის მოლაპარაკებით მოგვარება, თუმცა უშედეგოდ. ამის პარალელურად ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკი დააჯარიმა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დარღვევის რეალურობაზე და სიმძიმეზე.
მნიშვნელოვანია ასევე სასამართლოს ყურადღება მიექცეს მსგავს პრეცედენტებს. მაგალითად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გაშუქებულ საქმეში „ტერაბანკს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა ბანკის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებული მეანაბრის წინაშე. სწორედ ამ პრეცედენტმა დაადასტურა მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპი: ბანკი პასუხს აგებს თავისი თანამშრომლის იმ ქმედებაზეც, რომელიც განხორციელებულია სამსახურებრივი ფუნქციისა და ბანკისადმი ნდობის ფარგლებში.
ასევე მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს საქმეები №ას-425-2020 და №ას-1193-2018, სადაც ხაზგასმულია, რომ ბანკის თანამშრომლის შეცდომა თუ დარღვევა თავისთავად არ ათავისუფლებს ბანკს პასუხისმგებლობისგან. პირიქით, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, ბანკი ვალდებულია სრულად აგოს პასუხი იმ რისკებზე, რომლებიც მისი შიდა სისტემიდან და მისი თანამშრომლის მოქმედებიდან გამომდინარეობს.
მოსამართლევ,
ეს დავა არ არის მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის საკითხი. ეს არის საქმე კლიენტის ნდობის უხეშად გატეხვის, კონფიდენციალურობის დარღვევის, მძიმე ზიანის, ადამიანის ღირსების შელახვისა და ბანკის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ.
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი ნაწილი, სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, ეფექტიანად განიხილოს მხარეთა არგუმენტები, შეაჯეროს წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სწორედ ამას ითხოვს მოსარჩელე — არა შეღავათს, არამედ სამართალს.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ცალსახად აჩვენებს:
- თიბისი ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას;
- ამ ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი;
- ზიანსა და ქმედებას შორის არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი;
- მოსარჩელეს აქვს სრული სამართლებრივი უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად, ვითხოვთ სასამართლოსგან, დააკმაყოფილოს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები, დააკისროს თიბისი ბანკს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მოსარჩელის დარღვეული უფლებების რეალური და სამართლიანი აღდგენა.
მადლობა..
ეს სარჩელიდაკმაყოფილდა და საქმე მოვიგეთ
იხილეთ ასევე:- სოციალურად დაუცველი, რომელიც რამდენიმე მილიონიანი ქონების მფლობელი გახდეს — ქართველი ელიფის დაუჯერებელი ისტორია | ლაშა ჯანიბეგაშვილი
გამოქვეყნდა: 2026-04-23 00:00:00