სიახლეები

რუსთავის აზოტის ქარხანასთან დავა 150 00ლარის კომპენსაციით დასრულდა,ზაზა სებისკვერაძეს საქმე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის აქტიური ჩართულობით მოგვარდა

რუსთავის აზოტის ქარხანასთან დავა 150 00ლარის კომპენსაციით დასრულდა,ზაზა სებისკვერაძეს საქმე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის აქტიური ჩართულობით მოგვარდა

რუსთავის აზოტის ქარხანასთან მოგებული 150 00ლარი კომპენსაციით  შრომითი დავა — ზაზა სებისკვერაძის საქმე და ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი


ბრწყინვალე დიდებული გამარჯვება- საქმის უცნაური დასასრულით

შრომითი დავები საქართველოშიერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ემოციურად მძიმე სამართლებრივი პროცესია. ადამიანი კარგავს სამსახურს, კარგავს შემოსავალს, კარგავს სოციალურ სტატუსს — დაობს შემდეგ  სასამართლოში  სადაც ამტკიცებს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება უკანონო იყო. ხშირად საქმე სამივე ინსტანციაში იგება — მაგრამ პრაქტიკული შედეგი მაინც არ დგება. სწორედ ასეთ შემთხვევაში ჩავერთეთ საქმეში ადვოკატები ლაშა ჯანიბეგაშვილი, მარიამ ჭყონია და დიანა გვიშიანი ზაზა სებისკვერაძის საქმეში და მივაღწიეთ იმას, რაც 4,5 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო.

შესაძლოა დაგაინტერესოთ მსგავსი საქმე 

სამშენებლო კომპანიასთან მიწაზე დავა — როგორ შეიცვალა შეთავაზება 200,000 დოლარიდან 500,000 დოლარამდე ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის ჩართულობით

საქმის აღწერა :4,5წელი სამსახურის გარეშე — 3 მოგებული ინსტანცია რუსთავის აზოტის წინააღმდეგ

ზაზა სებისკვერაძე რუსთავის აზოტის ქარხნის ერთ-ერთი იმ თანამშრომელთაგანი იყო, ვინც ქარხნის მიერ უკანონო სამსახურიდან გაშვების მსხვერპლი გახდა. რუსთავის აზოტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო კომპანია საქართველოში, ამ პერიოდში არაერთ თანამშრომელს ათავისუფლებდა, რის გამოც წარმოიშვა მრავალი შრომითი დავა

სებისკვერაძემ სასამართლოში წარმატებით იბრძოლა ადვოკატ თამარ სურმავას დახმარებით — სამი ინსტანცია მოიგო საქალაქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საკასაციო სასამართლო ერთხმად ადასტურებდნენ, რომ მისი სამსახურიდან  გათავისუფლება უკანონო იყო და მისი სამსახურში აღდგენა სავალდებულო იყო. თუმცა რუსთავის აზოტის ქარხანა სასამართლო გადაწყვეტილებას პრაქტიკულად არ ასრულებდა.

რუსთავის აზოტის ქარხანის ხელმძღვანელობა იმდენად ვერ იტანდა ზაზა სებისკვერაძეს რომ პრინცiპულად არ აღდგენდენ სამსახურში ტელეფონზეც არ პასუხობდა არავინ.

ეს ქართული სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადამიანი იგებს საქმეს, მაგრამ რეალურ შედეგს მაინც ვერ იღებს.

ზაზა სებისკვერაძე 4წელი და 6 თვედარჩა სამსახურის გარეშე. სამი მოგებული სასამართლო პროცესი — და პრაქტიკული შედეგი მაინც არ არსებობდა. სწორედ ამ ეტაპზე დაგვიკავშირდა.

კრიტიკული გარემოება:გამოძიებაში ხანდაზმულობის გამო  საქმე  იხურებოდა 6თვეში

ზაზა სებისკვერაძის ოჯახთან შეხვედრისას გამოვლინდა კრიტიკული ფაქტი, რომელსაც მანამდე ყურადღება არ მიექცა.

რუსთავის აზოტის ქარხნის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, წელიწადნახევარი იყო გასული  ამ გამოძიების დაწყებიდან  ნახევარ წელში ხანდაზმული ხდებოდა.

ეს ნიშნავდა, რომ თუ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები დროულად არ გადაიდგმებოდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დაიხურებოდა და კომპანიას პრაქტიკულად აღარ დაემუქრებოდა პასუხისმგებლობა.

აზა სებისკვერაძე ვერასდროს აღდგებოდა სამსახურში და ვერასდროს აიღებდა კომპენსაციას. 

სტრატეგია ადვოკატების: მუხლის გადაკვალიფიცირება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, რეზონანსული გახდომით აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისაცემად შედეგი   ოთხი პროკურორი ოთხ თვეში შეიცვალა

საქმეში ჩავერთეთ ადვოკატები ლაშა ჯანიბეგაშვილი, მარიამ ჭყონია და დიანა გვიშიანი ჩვენი მიზანი იყო სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურად წარმართვა და სამართლებრივი ზეწოლის ისეთი მექანიზმის გამოყენება, რომელიც კომპანიას რეალურ რისკს შეუქმნიდა.

ასეთი მექანიზმი იყო  საქმე უნდა გამხდარიყო ძალიან რეზონანსული და მუხლის გადაკვალიფიცირება ქარხანის ხელმძღვანელობის მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე რუსთავის აზოტის ქარხნის დირექტორის პასუხისგებაში მისაცემად 

სიცოცხლის მოსპობის  რეპუტაციული დარტმის  რისკი ადვოკატების იყო დიდი ამგვარ სტრატეგიით

სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საქართველოში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად.

გამოძიების დასრულებამდე ხანდაზმულობა არის 2 წელი ეს ნიშნავს 2 წლის გასვლის მერე საქმე იხურება.თუ ამ დროის მანძილზე ბრალიარ წაუყენეს დამნაშავეს.

ზუსტად ამის გამო იხვეწებოდნენ ზაზა სებისკვერაძე და მისი ცოლი ადვოკატებთან გვიშველეთ ყველაფერს ვკარგავთ და თქვენი პატივისცემა ჩვენი ვიცითო

ადვოკატების საქმიანობის შდეგად ოთხი თვის განმავლობაში ოთხი პროკურორი შეიცვალა  ეს პროცესი გამოწვეული იყო ჩვენი სამართლებრივი შენიშვნებითა და საჩივრებით, რომლებიც გამოძიების ეფექტიანობას ეხებოდა.2თე იყო საქმის გამოძიების შეწყვეტამდე  ადვოკატების აქტიური მუშაობით და ძალისხმევით 

შედეგად, რუსთავის აზოტის ქარხანა მოლაპარაკებაზე გამოვიდა

მოლაპარაკების შედეგი

ქარხანამ ორი ვარიანტი შესთავაზა:


ვარიანტი 1:150 000 ლარი + სამსახურში აღდგენაიგივე არა სხვა თანამდებობაზე 
 190 000 ლარი + სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე  სამუდამოდ უარის თქმა

ორივე შემთხვევაში კონტრაქტში ჩაიწერა საქმის შედეგები არ უნდა გახმაურებულიყო 
 

ზაზა სებისკვერაძემ აირჩია პირველი ვარიანტი — 150 000 ლარი და სამსახურში დაბრუნება

ეს შედეგი მიღწეული იქნა ოთხი თვის ინტენსიური სამართლებრივი მუშაობის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ საქმე უკვე 4,5 წელი მიმდინარეობდა.

ჰონორარის საკითხი — მნიშვნელოვანი გაკვეთილი ადვოკატებისათვის 

ეს საქმე კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს აჩვენებს ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში.

საქმის დასაწყისში გადახადა 5000 ლარი და საქმის დასრულების შემდეგრასაც ზეპირსიტყვიერად ოირდებოდა ზაზა სებისკვერაძე ადვოკატებს კლიენტმა აღარ შეასრულა დამატებითი ჰონორარის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შედეგი — 150 000 ლარი და სამსახურში დაბრუნება — სწორედ ინტენსიური სამართლებრივი მუშაობის შედეგი იყო.~საქმის დასაწყისში ტიროდნენ მუხლებზ ეიდგნენ ოღონთ აგვაღებინე კომპენსაცია დიდ ჰონორარს გადგაიხდითო 

 შრომითი დავები — სისტემური პრობლემა კლიენტის თაღლითობები 

ზაზა სებისკვერაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იმ პრობლემის, რომელიცრუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებულ შრომით დავებშისისტემურად იკვეთება.აღსანიშნავია მოგების შედეგ ზაზა სებისკვერაძე უბრალოდ გაქრა დიდი ხო არაფერი გაგიკეთებიათო ამ სიტყვებით როცა ტიროდნენ ყოველდღე გვაწუხებდნენ მუხლებზე იდგნენ ის და მისი ცოლი. ამიტომ არც ერთ კლიენტს ადვოკატი არ უნდა ენდოთ საზღვაარეთ მაგალითად ისრაელში საქმეს როცა იგებს ადვოკატი ჯერ ადვოკატს ერიცხება კლიენტის საქმიდან კომპენსაცია და მერე ის უხდის კლიენტს.


--სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა
--ხანდაზმულობის ვადის გამოყენება
--შრომითი დავების გაჭიანურება
--ეკონომიკური უთანასწორობა თანამშრომელსა და მსხვილ კომპანიას შორის
 

ავტორიტეტული ცნობილი ადვოკატი სწორ დროს დიდ გავლენას ახდენს საქმეებზე

ზაზა სებისკვერაძის საქმე ნათლად აჩვენებს, რომ სწორი სამართლებრივი სტრატეგია და გამოცდილი ადვოკატი ხშირად ქმნის სხვაობას ნულსა და 150 000 ლარს შორის.

შრომითი დავები, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე რთული სამართლებრივი კატეგორიაა.

გაიცანით ზაზა სებისკვერაძე — ადამიანი, რომლის საქმემ რუსთავის აზოტის ქარხანასთან 5-წლიანი დავა, ოთხ თვეში შეცვალა ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილი მარიამჭყონია და დიანა გვიშიანის აქტიურობით

რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაპირისპირება მარტივი არ არის — კომპანიას დაახლოებით 2000 თანამშრომელი ჰყავს და წლების განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილებებსაც კი არ ასრულებდა.

სებისკვერაძეს სამი ინსტანციის მოგებული საქმე ჰქონდა, მაგრამ სამსახურში მაინც არ აღადგენდნენ.

საქმეში ჩავერთეთ და დაიწყო რეალური სამართლებრივი ბრძოლა.

საქმე კიდევ ნახევარ წელიწადში სამუდამოდ დაიხურებოდა და კომპენსაციის მიღების შანსი გაქრებოდა.

მიუხედავად დიდი რისკისა, ინტენსიური მუშაობის შედეგად 150 000 ლარის კომპენსაცია მივაღებინეთ.

ეს თანხა იყო განაცდური ხელფასი და კომპენსაცია.

მაგრამ ამ ამბავს ერთი ძალიან უცნაური გაგრძელება აქვს…

--- რატომ გაქრა ადამიანი კომპენსაციის მიღების შემდეგ?
---რატომ დაემუქრა საკუთარი ადვოკატები ეთიკის კომისიით?

მოგების შემდეგ ამ ოჯახს დავუკავშირდით შევახსენეთ რას გვპირებოდნენ და დიდი არაფერი არ გაგიკეთებიათო ისედაც გვეკუთვნოდაო, ეთუ საჯაროდ დაგვიწერთ პოსტებს ეთიკის კომისიაში გიჩივლებთო, ესე შემოთალეს, ხელშეკრულებაში დამატებით ჰონორარი არიყო გათვალისწინებული 

--- რატომ ხდება ხშირად, რომ მოგებული საქმის შემდეგ კლიენტები საერთოდ ქრებიან?

ორივე მხარეს არც მოგებულს არც კომპენსაციის გამცემს არ აწყობთ მსგავსი საქმის გახმაურება 

ამაზე საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს პასუხირადგან პატიოსანი ხალხი ზარალდება ყველაზე მეტად

ადვოკატები ლაშა ჯანიბეგაშვილი, მარიამ ჭყონია და პარტნიორი ადვოკატები ქტიურად მუშაობენ შრომით, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე.

 — იურიდიული კონსულტაცია საქართველოში ადვოკატი საქართველოში

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი
სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია
advocatory.ge
გახმაურებული სამართლებრივი საქმეები

უცნაური შედეგით კლიენტი აქც გაქრა რაც 170 000აიღო ქვემოთ საქმეზე

ანაგის სამშენებლო კომპანიის  კომპენსაცია დასახიჩრებულ მუშას – 170,000 ლარი ერთდღიანი ადვოკატის ჩარევის შედეგი

ზაზა სებისკვერაძემ გააკეთა ამ თემაზ ეკომენტარი 

Zaza Sebiskveradze

"მოგესალმები ლაშა,როგორც ჩანს ისევ აგრძელებ ხალხის მოტყუებას რომ თურმე მე შენ არაფერი გადაგიხადე და "გადაგაგდე".ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! 2018 წლის თებერვალში გამანთავისუფლეს რუსთავის აზოტიდან.ამ დღიდან ჩემს უფლებებს იცავდა პროფკავშირების იურისტი-თამარ სურმავა.რომლის დახმარებითაც მოვიგე სასამართლოს სამივე ინსტანცია. სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავის აზოტს უნდა აღვედგინე იგივე თანამდებობაზე(გვარჯილის საამქროს უფორსი და გადაეხადა განაცდური).განაცდურს ანაზღაურებდა აზოტი და დღეს დაკავებულ თანამდებობას მთავაზობდა 2021 წელს,თუმცა მე ვამბობდი უარს,რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა და არ მაბრუნებდა აღნიშნულ თანამდებობაზე.                                                                                                           2022 წელს მოვედი თქვენთან,რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რუსთავის აზოტს და საამქროს უფროსის თანამდებობაზე დავებრუნებინე.

ჩვენს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5000 გადაგიხადეთ,დაგვპირდი რომ თქვენ შეძლებდით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და საამქროს უფროსის თანამდებობაზე დამაბრუნებდით.უზენაესის გადაწყვეტილებით,განჩინებისა და აღსრულების ფურცლით მოვედი თქვენთან.

თქვენსა და რუსთავის აზოტს შორისაც ვერ შედგა მოლაპარაკება,ვერ შეძელით რომ აზოტს იგივე თანამდებობაზე აღვედგინე.

 

 

ლაშა ჯანიბეგაშვილი

"არავის ვატყუებ. თუ ვინმე ატყუებს საზოგადოებას, ეს თქვენ ხართ.

თქვენ ამბობთ, თითქოს საქმე თქვენ მოიგეთ. რეალურად კი ეს საქმე უკვე სამივე ინსტანციაში მოგებული გქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა სამსახურში მაინც არ აგაღდგენდნენ და სასამართლო გადაწყვეტილება პრაქტიკულად არ სრულდებოდაიმიტო რო არ უნდოდით იქ არავის იქაც ასე გაიფუჭეთ სახელი  როგორც ჩვეთან ალბათ

 

საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა ნახევარ წელში ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა და საქმე სამუდამოდ დაიხურებოდა. ამის შემდეგ თქვენ ვერ მიიღებდით ვერც კომპენსაციას და ვერც სამსახურში აღდგენას.

ამ ეტაპზე ჩავერთეთ ჩვენ — მე და დიანა გვიშიანი. დავაყენეთ რუსთავის აზოტის ქარხნის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი და დავუპირისპირდით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საწარმოს საქართველოში.

ოთხი თვის განმავლობაში ოთხი პროკურორი შეიცვალა — ჩვენი საჩივრებისა და სამართლებრივი აქტიურობის შედეგად.

საბოლოოდ, როცა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი თვე იყო დარჩენილი, კომპანია იძულებული გახდა მოლაპარაკებაზე გამოსულიყოთუმცა იქამდე არც არავინ პასუხობდა თქვენს ზარებს.

შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება და თქვენ მიიღეთ კომპენსაცია.

მანამდე თქვენ და თქვენი მეუღლე ყოველდღე გვეხვეწებოდით და გვეუბნებოდით, რომ კომპენსაციის მიღების შემთხვევაში დიდ პატივს გვცემდით. მაგრამ როცა შედეგი დადგა და ფული მიიღეთ — უკვალოდ გაქრათ.

ამიტომაც კითხვა სრულიად ბუნებრივია:

თუ საქმე უკვე სამ ინსტანციაში მოგებული გქონდათ, მაგრამ სამსახურში მაინც არ აღგადგენდნენ და კომპენსაციასაც ვერ იღებდით — მაშინ საბოლოო შედეგი როგორ დადგა? ეს ძალიან კარგად იცით მაგრამ მალავთ"- სიმართლე ესაა ჩვენ მოგაგებინეთ და თქვენ გაქრით