შესაძლო თაღლითობის საქმე თბილისში — შპს „სტაბილ გრუპთან“ 60 000 დოლარის დავა კომერციულ ფართებზე | ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი
თბილისში, სამშენებლო კომპანიასთა შპს სტაბილ გრუპთან კერძოდ მის დიექტორ შმაგი გრძელიზსთან დავა სამართლებრივი დავა წარმოიშვა , რომელიც ეხება კომერციული ფართების შეძენას და მათი მესაკუთრეებისთვის გადაცემის საკითხს.
დაზარალებული ოჯახის განცხადებით, მათ შპს „სტაბილ გრუპის“ მშენებარე პროექტში დირექტორ შმაგი გრძელიძესგან შეიძინეს ორი კომერციული ფართი, რომელთა საერთო ღირებულება 60 000 აშშ დოლარი იყო.
ფართების შეძენის შემდეგ გასულია უკვე სამი წელი, თუმცა მათი გადაცემა და საკუთრების გადაფორმება დღემდე არ განხორციელებულა.უფრო მეტიც სამშენებლო კომპანიის დირექტორი შმაგი გრძელიძე მათ ეძახის მევახშეებს.
რა არის დავის სამართლებრივი არსი
დაზარალებული მხარის პოზიციით, თავდაპირველად გაფორმებული შეთანხმება შმაგი გრძელიძესთან ეხებოდა კომერციული ფართების შეძენას, თუმცა მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლებმა დაიწყეს მტკიცება, თითქოს აღნიშნული თანხა წარმოადგენდა პროცენტიან სესხს და არა უძრავი ქონების შეძენის საფასურს.
მხარის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები შესაძლოა შეიცავდეს:
-
შპს სტაბილ გრუპის დირექტორ შმაგი გრძელიძეს მხრიდან სავარაუდო თაღლითობის ნიშნებს;
-
სამშენებლო კომპანიასთან დავას;
-
შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ნიშნებს.
შესაძლოა სცდებოდეს სამოქალაქო დავის ფარგლებს და შეიცავდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნებსაც.
სამართლებრივი ანალიზი შმაგი გრძელიძესთან დავის
დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადებით, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა მორიგების გზით მოაგვაროს დავა.
ამ მიზნით კომპანიას ეძლევა 3 კალენდარული დღე, რათა:
-
განხორციელდეს დაზარალებულ მხარესთან რეალური მორიგება;
-
წარმოდგენილი იქნას დოკუმენტურად დასაბუთებული სამართლებრივი პოზიცია.
შესაძლო სამართლებრივი ნაბიჯები
თუ აღნიშნული ვადა შედეგის გარეშე დასრულდება, ადვოკატის განცხადებით, დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის:
-
სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოთხოვნა;
-
კომპანიის ფინანსური საქმიანობის შემოწმების მოთხოვნა;
-
საგამოძიებო ორგანოების ჩართვა
მსგავსი ტიპის დავები უძრავი ქონების სფეროში, განსაკუთრებით სამშენებლო კომპანიებთან, ბოლო წლებში საკმაოდ გახშირდა.
საქმე ეხება კომპანიას:
შპს „სტაბილ გრუპი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 406251915
იხ ბმული
შმაგი გრძელიძესთან სამშენებლო კომპანიის დირექტორთან დავა
შესაძლოა დაგაინტერესოთ მსგავსი დავა
1
ანაგისთან ადვოკატის დავა 1 დღეში 150 00ლარის კომპენსაციით დასრულდა
2
სამშენებლო კომპანია ანაგისთან ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის დავა 1დღეში 150 000ლარამდე კომპენსაციის გადახდით დასრულდა
3